გაკვეთილის გეგმა

 სახელი-მაია
გვარი-სანიკიძე
2017წ


 გაკვეთილის  
მთავარი თემა
    გაკვეთილის თემა - სპორტული თამაში -კალათბურთი
სწავლების საფეხური
    X კლასი  საბაზო საფეხური

მოსწავლეთა პროფილი
  22 მოსწავლე
  განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები    (შეზღუდული შესაძლებლობის, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში არ არის
 გაკვეთილის 
მნიშვნელობა/
აქტუალობა
 ჩაებას ყველა მოსწავლე ფიზიკურ აქტივობაში და ხელი შეუწყოს ფიზიკურ     განვითარებას განუვითარდეს მოსწავლეებს მოტორული უნარ ჩვევები   გუნდური მუშაობის პრინციპები

გაკვეთილის 
მიზნები და 
შედეგები


v  ჩავაბათ მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ განვითარებას.
v  სპორტის არჩეულ სახეობაში ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების ტექნიკის შესწავლა და სრულყოფა;
v  სპორტული წვრთნის ჰიგიენა და ტრავმატიზმის პროფილაქტიკა;
v  მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობით უნარ ჩვევა.
v  მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.
v  აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
v  მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში;
v  ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალში

წინასწარი ცოდნა


უნდა იცოდეს მოსწავლე გუნდური მუშაობა რათა გარკვეულ შედეგს მიაღწიონ ,მინიმალური ცოდნა კალათბურთის წესების



შეფასების საგანი და პროცედურები

განმავითარებელი
https://drive.google.com/open?id=0B1sd26Owma1MenlGNUdQcjBCUEE

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები



   
სპორტული  ფორმები,
 სასტვენი, წამზომი, კალათბურთის ბურთები



გაკვეთილის 
მსვლელობა
v  ფაზა A

 გაკვეთილის მოსამზადებელი ნაწილი (15წთ). ორგანიზაციული მომენტი-კლასის მოწყობა და გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
საერთო მოთელვითი  ვარჯიშები, სირბილი დარბაზის გარშემო, პირდაპირ, გვერდზე  მიდგმითი  ნაბიჯებით, ზურგით წინ.
სპეციალური მოთელვით ვარჯიშები, წახტომები, ჩაჯდომები, ბრუნები.
v  ფაზა B

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი (25წთ)
ბურთის ტარების შესწავლა სიარულსა და რბენში
ბურთის ტარება :ბურთის ხელიდან ხელში გადატანით ,წინაღობის შემორბენით, გვერდითი მიდგმით ვარჯიშებით.
სასწავლო თამაში.
v  ფაზა C

გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი (5წთ)
დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო, ღრმა ამოსუნთქვები ხელების დახმარებით.
მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.


Комментариев нет:

Отправить комментарий