პროექტი

პროექტი - გზა ჯანმრთელობისაკენ.

 პროექტის სახელწოდება: გზა ჯანმრთელობისაკენ.
   პროექტის მთავარი იდეა: პიროვნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ     კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, სუფთა გარემო და  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
 პროექტის აქტუალობა:   სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის  პრობლემას წარმოადგენს მათ შორის დამკვიდრებული  არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს. ხშირად უფროსკლასელები(და არა მარტო უფროსკლასელები) არიან თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებლები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მათ ხელს უშლით დროის არასწორი განაწილებაც. იმის მაგივრად რომ სპორტით დაკავდნენ ისინი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ. გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს შენარჩუნებას, რაც კიდევ ერთი დიდი პრობლემაა.
პროექტის მიზნები:   წინამდებარე პროექტის მიზანია მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია, გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, არა მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო  კამპანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
მონაწილეები: IX-X კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა:  2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
1.    მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.
2.   კომპეტენტური სპეციალისტების კონსულტაციის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლისა, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს. შეექმნება განწყობა- დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს  მისდევდე ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3.     სპორტული შეჯიბრის საშუალებით და ბენეფისის მოწყობით სკოლაში გამოვლინდებიან მოსწავლეები,რომლებიც მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც კარგი მაგალითი იქნება  სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.
4.     მოსწავლეები  გაიაზრებენ ჯანსაღი , სუფთა გარემოს მნიშვნელობას და შეეცდებიან    გაუფრთხილდნენ მას.
5.    მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, კვლევის, გამოკითხვის ჩატარების უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების უნარი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი.
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: გამოფენისათვის საჭირო საკვები პროდუქტები, ან ვიზუალური მასალა ამ საკვების გამოსახულებით- სლაიდები ( პროგრამაPower Point), ინტერნეტი, სპორტული      ინვენტარი, კლიპჩრტი, მარკერი, ნაბეჭდი მასალა, ქსეროქსი, თაბახის  ფურცლები.
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
1.  მოზარდისათვის  ჯანსაღ საკვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობა - ექიმის კონსულტაცია.
2.   ,,არა  გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისათვის საშიშ და  მავნე პროდუქტებს"-გამოფენა-აქციის ჩატარება. აქციისათვის მოსწავლეთა ჯგუფის მიერ პროგრამა  Power Point-ში   სლაიდ შოუს დამზადება.
         3. მოსწავლეთა ჯგუფის მიერ პროგრამა Word- ში გამოკითხვის ანკეტების დამზადება, სკოლის მოსწავლეთა შორის მწეველთა გამოვლენისათვის სტატისტიკური კვლევის ჩატარება, პროგრამა Exell-ში კვლევის დიაგრამის აგება  და კვლევის შედეგების გაანალიზება.
         4.  რა ზიანს აყენებს ალკოჰოლი და თამბაქო მოზარდის ჯანმრთელობას - ქიმია - ბიოლოგიის მასწავლებლის ლექცია.
         5.,,არა თამბაქოს, არა ალკოჰოლს" - მოსწავლეთა აქცია და მოსახლეობაში შესაბამისი შინაარსის პროგრამა Word-ის გამოყენებით დამზადებული ბუკლეტების დარიგება.
        6. არალეგალური ანტინარკოტიკული საშუალებები და სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული რისკები - პოლიციელის მოწვევა სკოლაში და მისი ტრენინგ-კონსულტაცია .
 7. ,,ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს დავუპირისპიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი“  სასკოლო მინი ოლიმპიადის მოწყობა უფროსკლასელთა შორის:  შეჯიბრი სირბილში.
·          შეჯიბრი მკლავჭიდში.
·         კალათბურთი.
·         ჭადრაკი.
      8. სკოლის მოსწავლეთა შორის წარმატებული სპორტსმენი ბავშვების ბენეფისი, სადაც მოხდება სასკოლო მინი ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვების წახალისება
      9. ,,ჯანსაღი სხეული ჯანსაღ გარემოში"– დასუფთავების აქცია სკოლაში და სურამის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
      10.  პროექტის ღონისძიებების ამსახველი კედლის გაზეთის შექმნა.
      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, სპორტი, ბიოლოგია.
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა.
ბიოლ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას;
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): მაია სანიკიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiko151083@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ჯანსარი ცხოვრება,გზა ჯამრთელობისაკენ

Комментариев нет:

Отправить комментарий